პოლიტიკა
სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ნატოს გენერალური მდივნის პირადი ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

17 აპრილს სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი არმენ გრიგორიანი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ნატოს გენერალური მდივნის პირადი ოფისის ხელმძღვანელს ჯეფრი ვან ლეუვენს შეხვდა.
მხარეებმა განიხილეს სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების ვითარება და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი. ამ კონტექსტში ა. გრიგორიანმა წარმოადგინა რს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ჯ. ვან ლეუვენი მიესალმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტზე მოლაპარაკებების დასრულებას და ხაზი გაუსვა ხელშეკრულების ხელმოწერისკენ მიმართულ ძალისხმევას.
შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო სომხეთ-ნატოს ორმხრივ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის პერსპექტივებს.







