არცახის სომხებისგან დაცლის შემდეგ აზერბაიჯანმა სომხურ კულტურულ მემკვიდრეობას „ომი გამოუცხადა“. ფონდი “გეღარდი”

ფონდ გეღარდის განცხადება ძეგლთა და ღირსშესანიშნაობების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით:
„მონუმენტებისა და ღირსშესანიშნაობების კონსერვაციის საერთაშორისო საბჭოს ინიციატივით, 1982 წლიდან 18 აპრილი აღინიშნება ძეგლებისა და ღირსშესანიშნაობების საერთაშორისო დღედ. წელს ის იმართება თემაზე: „მემკვიდრეობა კატასტროფებისა და კონფლიქტების საფრთხის ქვეშ: მზადყოფნა და გაკვეთილები მონუმენტებისა და ღირსშესანიშნაობების კონსერვაციის საერთაშორისო საბჭოს 60-წლიანი მოქმედებიდან“. მონუმენტებისა და ღირსშესანიშნაობების კონსერვაციის საერთაშორისო საბჭო აღნიშნავს, რომ 18 აპრილი საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის დაცვისა და კონსერვაციის შესახებ ცნობიერების ამაღლების შესაძლებლობაა.
წლევანდელი თემა სრულად გამოხატავს სომხური რელიგიური და კულტურული მემკვიდრეობის ბედს არცახში. არცახის ოკუპაციისა და მოსახლეობის განსახლების შემდეგ აზერბაიჯანმა სომხურ კულტურულ მემკვიდრეობას „ომი გამოუცხადა“, ნაწილი ალბანურად გამოაცხადა, მეორე ნაწილი კი მთლიანად გაანადგურა. აზერბაიჯანის ეს პოლიტიკა გეგმიური და სისტემატური ხასიათისაა.
საჭიროდ მიგვაჩნია აღვნიშნოთ, რომ მონუმენტებისა და ღირსშესანიშნაობების კონსერვაციის საერთაშორისო საბჭომ კარგად იცის სომხური მემკვიდრეობის განადგურების აზერბაიჯანული პოლიტიკა. წლების წინ ორგანიზაციამ თავის ანგარიშებში დააფიქსირა აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ ჯულფის ქვაჯვრების განადგურება. 2020 წლის ნოემბერში, მონუმენტებისა და ღირსშესანიშნაობების კონსერვაციის საერთაშორისო საბჭომ და უამრავმა სხვა ორგანიზაციამ გამოაქვეყნეს განცხადება, რომელშიც მოწოდებულია „კულტურული მემკვიდრეობის დაცვა მთიანი ყარაბაღის რეგიონში“.
ამჟამად, მონუმენტებისა და ღირსშესანიშნაობების კონსერვაციის საერთაშორისო საბჭოს, ისევე როგორც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის საკითხებს ეხება, თანმიმდევრულ მონიტორინგს და განგაშის ზარს შეუძლია დაეხმაროს სომხური მემკვიდრეობის გარკვეული ნაწილის განადგურებისგან გადარჩენა.
ფონდი გეღარდი, რომელიც ხაზს უსვამს მონუმენტებისა და ღირსშესანიშნაობების კონსერვაციის საერთაშორისო საბჭოს საქმიანობას, მოუწოდებს ამ საკითხში თანმიმდევრულობას, დაჟინებით მოითხოვს დამკვირვებლების გაგზავნას არცახში და ითანამშრომლოს სხვა სტრუქტურებთან, რათა გადავარჩინოთ არცხის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა განადგურებისგან.
სომხური ძეგლების განადგურების გარდა, აზერბაიჯანი ყველა შესაძლო და შეუძლებელი გზით, მათ შორის, ძეგლთა და ღირსშესანიშნაობების საერთაშორისო დღის გამოყენებით, უსაფუძვლო ბრალდებებს უყენებს სომხეთს. ფონდი გმობს აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ განხორციელებულ კულტურულ ვანდალიზმს და ისტორიის გაყალბებას“.







