ეკონომიკამთავარი

რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი სომხეთს ჯანდაცვის რეფორმებისთვის 102 მილიონი ევროს სესხს გამოუყოფს.

სომხეთი რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკისგან 102 მილიონი ევროს კრედიტს მოიზიდავს, რომელსაც ჯანდაცვის სექტორზე მიმართავს.

Armenpress-ის ინფორმაციით, სომხეთის რესპუბლიკასა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის „საყოველთაო ჯანდაცვის დაფარვის პროგრამის განხორციელების“ სასესხო ხელშეკრულების რატიფიცირების პროექტი პარლამენტის სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ლენა ნანუშიანმა წარადგინა.

ხელშეკრულებას ხელი 2024 წლის 25 ივლისს მოეწერა.

“შეთანხმება ითვალისწინებს სომხეთისთვის 102 მილიონი ევროს ოდენობის სესხის გაცემას. პროგრამის მიზანია პირველადი სამედიცინო დახმარების ხარისხისა და განხორციელების გაუმჯობესება, ჯანდაცვის ხარჯების ეფექტურობის გაზრდა და ჯანდაცვის სერვისებზე წვდომის ფინანსური ბარიერების შემცირება”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ლენა ნანუშიანმა.

მინისტრის მოადგილის თქმით, ეს არის პირველი სასესხო ხელშეკრულება რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკთან, რომელიც ეფუძნება შედეგებს. „აღნიშნულია ის შედეგები, რასაც მთავრობამ, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლობით, რეფორმებით უნდა მიაღწიოს. და მხოლოდ ამ შემთხვევაში მოხდება სასესხო თანხებიდან გადატანა სახელმწიფო ბიუჯეტში, რაც შეავსებს ჯანდაცვის ბიუჯეტს“, – განაცხადა ნანუშიანმა.

მისი განმარტებით, ეს არის საბიუჯეტო სესხი. ყოველწლიურად, თითოეული მაჩვენებლის მიღწევის შემთხვევაში, სესხი გატანილი იქნება და სახელმწიფო ბიუჯეტს მიეწოდება, ჯანდაცვის ბიუჯეტი კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ივსება ფართომასშტაბიანი რეფორმების განსახორციელებლად. „კერძოდ, ჯანმრთელობის დაზღვევის ყოვლისმომცველი რეფორმა, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანების სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას“, – აღნიშნა მან.

სესხს აქვს მცურავი წლიური საპროცენტო განაკვეთი. გასული წლის აგვისტოს მდგომარეობით 4,577 პროცენტი იყო.

ნახეთ მეტი
Back to top button