საზოგადოება
გენოციდის მუზეუმ-ინსტიტუტს გასულ წელს 300 თურქი ტურისტი ეწვია – მუზეუმის დირექტორი

„ყოველწლიურად რამდენიმე ასეულ თურქ ტურისტს ვმასპინძლობთ მუზეუმში. გასულ წელს სომხების გენოციდის მუზეუმ-ინსტიტუტს 300-მდე თურქი ტურისტი ეწვია“, – განაცხადა გენოციდის მუზეუმ-ინსტიტუტის დირექტორმა ედიტა გზოიანმა პრესკონფერენციაზე. ბუნებრივია, სომხებიც არიან თურქეთიდან, მაგრამ ეს 300 ტურისტი თურქები იყვნენ“.
„არსებობენ საკმაოდ ცნობილი თურქი მეცნიერები, რომლებიც ეხებიან სომეხთა გენოციდს, მაგრამ ისინი არ იმყოფებიან თურქეთში, რადგან თურქეთში სომეხთა გენოციდთან ღიად საუბარი შეუძლებელია“, – ამბობს გზოიანი.
გენოციდის მუზეუმ-ინსტიტუტის დირექტორმა განაცხადა, რომ სომხების გენოციდის 110 წლისთავთან დაკავშირებით გენოციდის კომპლექსის მემორიალურ კედელზე რაფაელ ლემკინისა და ლუი დიუ ფურნეს სახელების დამატება იგეგმება.







