პოლიტიკა

სომხეთის კონსტიტუცია არ შეიცავს ტერიტორიულ პრეტენზიას აზერბაიჯანის მიმართ, ბრალდებები უსაფუძვლოა  – საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენტი

საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ სომხეთის ძირითადი კანონი არ შეიცავს ტერიტორიულ პრეტენზიებს არა მხოლოდ აზერბაიჯანის, არამედ რომელიმე სხვა ქვეყნის მიმართ. აზერბაიჯანის ოფიცილური პირების პრეტენზიების პასუხად „თავიოსუფლება“-სთან  ინტერვიუში  ამის შესახებ  განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენტმა არმან დილანიანმა. როგორც მან აღნიშნა   რეფერენდუმზე გატანამდე კონსტიტუციას ექსპერტიზა ჩაუტარდა, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.

საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთაშორისო სამართალი ავალდებულებს სახელმწიფოებს პატივი სცენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და საზღვრების ხელშეუხებლობას.

 “სახელმწიფო ვერ აიღებს  და გადაწყვიტს, რომ ექნება სამართლებრივი დოკუმენტი, რომელშიც პირდაპირ შეაფერხებს და  პირდაპირ ხელყოფას  სხვა სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას, ეს იქნება რეგულაცია, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლებრივ წესრიგს“, – აღნიშნა დილანიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button