ეკონომიკამთავარი

„მშვიდობის გზაჯვარედინი“ პროექტი შეიძლება გახდეს ეკონომიკური თანამშრომლობის უფრო ეფექტური გზა։ გევორგ პაპოიანი

ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში გაიმართა ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში სომხეთ-ტაჯიკეთის მთავრობათაშორისი კომისიის მეოთხე სხდომა, რომელსაც თანათავმჯდომარეობდა სომხეთის ეკონომიკის მინისტრი გევორგ პაპოიანი.

როგორც Armenpress-ი იუწყება ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გევორგ პაპოიანმა მოკლედ წარმოადგინა სომხეთის ეკონომიკური განვითარების პოლიტიკა და მთავრობის ეკონომიკური პრიორიტეტები, რომლებიც ეფუძნება ინვესტიციების მოზიდვას, კონკურენტუნარიანი, უფრო ეფექტური და ტექნოლოგიურად განვითარებული მრეწველობის განვითარებას, ბიზნესგარემოს უწყვეტ გაუმჯობესებას, ტურიზმის განვითარებას და სოფლის მეურნეობის ეფექტიანობის ამაღლებას․

სხდომის მიმდინარეობისას განხილულ იქნა სომხეთსა და ტაჯიკეთს შორის სხვადასხვა მიმართულებით ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები, აგრეთვე მრეწველობის, მაღალი ტექნოლოგიების, სოფლის მეურნეობისა და განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხები.

„ჩვენი ქვეყნები ცდილობენ გააძლიერონ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა ციფრული ეკონომიკის, ინოვაციების, კიბერუსაფრთხოებისა და მაღალი ტექნოლოგიების სფეროებში“, – განაცხადა გევორგ პაპოიანმა.

მინისტრმა ასევე წარადგინა სომხეთის მთავრობის პროექტი „მშვიდობის გზაჯვარედინი“, რომელიც შეიძლება იქცეს როგორც რეგიონული, ისე ეკონომიკური თანამშრომლობის უფრო ეფექტურ გზად.

შეხვედრის დასრულებისას ხელი მოეწერა სხდომის ოქმს.

ნახეთ მეტი
Back to top button