
22 აპრილს, ბანგკოკში მიმდინარე გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (UNESCAP) 81-ე სესიის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ რობერტ აბისოღომონიანმა მონაწილეობა მიიღო და სიტყვით გამოვიდა დისკუსიაში სახელწოდებით “ნაკლებად განვითარებული, ზღვაზე გასასვლელის არ მქონე განვითარებადი და მცირე კუნძულის განვითარებადი ქვეყნების საკითხებით სპეციალური ორგანო“,- იუწყებიან საგარეო საქმეთა სამინისტროდან”.
თავის გამოსვლაში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მაღალი შეფასება მისცა გაეროს ეკონომიკური და სოციალური კომისიის მხარდაჭერას აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნებისთვის (ESCAP) მრავალმხრივი გამოწვევების გადაჭრის საქმეში, რომელთა წინაშეც დგას ზღვაზე გასასვლელის არ მქონე განვითარებადი ქვეყნები (LLDCs).
სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთი, როგორც ზღვაზე გასასვლელის არ მქონე განვითარებადი ქვეყანა, კიდევ ერთხელ ადასტურებს ინკლუზიური კავშირის, ღია საზღვრებისა და უწყვეტი გზებისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის აუცილებლობას. ამ კონტექსტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ისაუბრა სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის კონცეფციაზე „მშვიდობის გზაჯვარედინი“ და კიდევ ერთხელ დაადასტურა სომხეთის რესპუბლიკის ვალდებულება მშვიდობისა და თანამშრომლობის დამყარებისკენ რეგიონში, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანების, საქონლისა და სერვისების შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველყოფას.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ასევე დაადასტურა სომხეთის მზადყოფნა მჭიდროდ ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ პარტნიორთან, რათა ხელი შეუწყოს თანაბარი და არადისკრიმინაციული კავშირის დამყარებას სამხრეთ კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთ.







