მთავარიპოლიტიკა

აშშ-ის სენატორი ტრამპს პუტინისა და რუსეთის თევზის საკვებად გადაქცევისკენ მოუწოდებს

შეერთებულმა შტატებმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უნდა აჩვენოს, რომ ამერიკას შეუძლია რუსეთი და პირადად ის „თევზის საკვებად“ აქციოს, განაცხადა რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ კენედიმ უკრაინაში ომის დასრულების მოლაპარაკებების მიმდინარეობისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რუსული დარტყმების გაგრძელების კომენტირებისას.

„პუტინმა პრეზიდენტ ტრამპისთვის მიცემული ყველა დაპირება დაარღვია. მან ჩვენი პრეზიდენტის მიმართ უპატივცემულობა გამოიჩინა. არა მგონია, სიტუაცია გამოსწორდეს მანამ, სანამ ბატონ პუტინს არ განვუცხადებთ, რომ მზად ვართ ის და მისი ქვეყანა თევზის საკვებად ვაქციოთ“, – განაცხადა კენედიმ Fox News-ის ეთერში. იმისათვის, რომ რუსეთმა სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყოს, ის „უნდა გატხდეს“ და „დაიხრჩოს“,- დასძინა სენატორმა.

ერთი დღით ადრე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კვლავ მოუწოდა პუტინს, შეეწყვიტა უკრაინაზე დარტყმები და მოლაპარაკებების მაგიდასთან დამჯდარიყო. თეთრი სახლის უფროსმა ასევე განაცხადა, რომ „ღრმად იმედგაცრუებულია“ კიევზე ხუთშაბათს, 24 აპრილს განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო, რომლის შედეგადაც 12 ადამიანი დაიღუპა და 87 დაშავდა.

„ვნახოთ, რა მოხდება მომდევნო რამდენიმე დღეში. <…> ჩვენ გვაქვს შეთანხმების საფუძველი. „მინდა, რომ მან ხელი მოაწეროს მას, დაასრულოს და უბრალოდ დაუბრუნდეს თავის ჩვეულ ცხოვრებას“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

მანამდე ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ პუტინი მზად იყო მოლაპარაკებებისთვის და „მშვიდობა სურს“. თუმცა, მხოლოდ აპრილში, რუსეთის არმიამ სამი მასიური შეტევა განახორციელა უკრაინის ქალაქებზე – კრივოი როგზე, სუმსა და კიევზე, ​​რამაც დიდი რაოდენობით მსხვერპლი გამოიწვია.

ნახეთ მეტი
Back to top button