
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვია.
29 აპრილს, პრეზიდენტის სასახლეში ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ, პრეზიდენტები ვაჰაგნ ხაჩატურიანი და მიხეილ ყაველაშვილი პირისპირ შეხვედრას გამართავენ, რასაც მოჰყვება გაფართოებული შეხვედრა ორი ქვეყნის დელეგაციების მონაწილეობით. შემდეგ სომხეთისა და საქართველოს პრეზიდენტები პრესისთვის განცხადებებს გააკეთებენ.







