პოლიტიკა

სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა. გიორგი შარვაშიძე

სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს.

„არმენპრეს“-ის ცნობით, როგორც Sputnik Georgia-იტყობინება, ამის შესახებ სომხეთში საქართველოს ელჩმა, გიორგი შარვაშიძემ, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის, სომხეთში ვიზიტის კომენტირებისას.

ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტს სომხეთში ვიზიტის დროს ძალიან ინტენსიური სამუშაო პროგრამა აქვს, დაგეგმილია მისი შეხვედრები სომხეთის პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანთან, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, ასევე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ ჟანა ანდრეასიანთან.

„სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები მართლაც ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს“, – განაცხადა ელჩმა.

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, სომხეთს 28 აპრილს ეწვია. 29 აპრილს ის სომხეთის პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანს შეხვდა, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა პრესისთვის განცხადებები გააკეთეს.

ნახეთ მეტი
Back to top button