
დსთ-ს ყველა ქვეყნის ლიდერი, უკრაინისა და მოლდოვას გარდა, მონაწილეობას მიიღებს მოსკოვში დიდ სამამულო ომში გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში. „არმენპრეს“-ის ცნობით, ამის შესახებ „რია ნოვოსტი“-ს დსთ-ს გენერალურმა მდივანმა სერგეი ლებედევმა განუცხადა.
„დსთ-ს ქვეყნების ყველა ლიდერი, ორის გარდა. სამწუხაროდ, უკრაინა და მოლდოვა არ იქნებიან. „ცხრა სახელმწიფოს მეთაური დაესწრება“, – განაცხადა ლებედევმა კითხვაზე პასუხის გაცემისას, თუ დსთ-ს წევრი სახელმწიფოებისა და მთავრობის რომელი მეთაურები მიიღებენ მონაწილეობას 9 მაისს მოსკოვში გასამართ საზეიმო ღონისძიებებში.
მანამდე, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ მონაწილეობას მიიღებს მოსკოვში დიდ სამამულო ომში გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავად დაგეგმილ ღონისძიებებში.







