კულტურა
ერევანში ჯაზის საერთაშორისო დღე აღინიშნება

ერევნის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, 30 აპრილს, ჯაზის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გაფესჭიანის ქანდაკებების პარკში („კასკადი“) ტრადიციულად ღია ცის ქვეშ ჯაზ-კონცერტის პროგრამა გაიმართება. ამის შესახებ ერევნის მუნიციპალიტეტი იტყობინება.
ყოველწლიურად, 30 აპრილს, იუნესკოს გადაწყვეტილებით, მთელ მსოფლიოში აღინიშნება ჯაზის საერთაშორისო დღე, რომელიც დიდი აღმაფრენით აღინიშნება ერევანშიც.
19:00-დან საღამოს 23:00 საათამდე, ღია ცის ქვეშ კონცერტზე გამოვლენ სომხეთის საუკეთესო ჯაზ-შემსრულებლები და ჯგუფები: სომხეთის სახელმწიფო ჯაზ-ორკესტრი, არტო თუნჯბოიაჯიანი, ვაჰაგნ ჰაირაპეტიანი, ჰაიკ კარო, არტიომ მანუკიანი, კარენ მამიკონიანი, და სხვები.







