კულტურა

„ზღვისფერი თვალების  გამო“-ს მსახიობი ადრინე აჭემიანი სომხეთს „მის მსოფლიო 2025“-ის კონკურსზე წარადგენს

სამწლიანი შესვენების შემდეგ, სომხეთი კვლავ 130 ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად  კვლავ მიიღებს მონაწილეობას „მის მსოფლიო-2025“-ის გლობალური სილამაზის კონკურსში. სომხეთს  ამჯერად 19 წლის ადრინე  აჭემიანი წარმოადგენს.

ადრინისთვის სილამაზის კონკურსების სამყარო უცხო არ არის. 2020 წელს მან მონაწილეობა მიიღო უმცროსი ასაკის „მის ერევანის“ სილამაზის კონკურსში, სადაც საუკეთესო ხუთეულში მოხვდა. ადრინე თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის მეორე კურსის სტუდენტია. სერიალში მთავარი როლის შესრულების გარდა, ის ასევე მღერის და 12 წელია პროფესიონალი მოცეკვავეა. „ვფიქრობ, კონკურსის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი ის არის, რომ ლამაზი ქალი ასევე ნიჭიერიც უნდა იყოს, რადგან ეს კონკურსი მხოლოდ გარეგნობით არ შემოიფარგლება“, – განაცხადა ადრინემ 29 აპრილს გამართულ პრეს-კონფერენციაზე.

ადრინე სომხეთის წარმომადგენლად „მის ერევან პროდაქშენმა“ კასტინგში მონაწილეობის შემდეგ შეარჩია.

მსოფლიო მასშტაბის სილამაზის კონკურსი გაიმართება  7-დან 31 მაისამდე ინდოეთის შტატ თელანგანაში.

ნახეთ მეტი
Back to top button