პოლიტიკა

თბილისს აქვს პოტენციალი, უზრუნველყოს უსაფრთხოება რეგიონში – ვოლსკი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ განაცხადა, რომ სომხეთი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი მეზობელია. ცნობას 1LURER.AM აქვეყნებს.

„ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა გვაკავშირებს, ამიტომ ასეთი მაღალი დონის ვიზიტები ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც იცით, რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს და ამ ფონზე, ასეთი ვიზიტები და კერძოდ, ეს ვიზიტი, უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს“, – აღნიშნა დარსალიამ.

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს პრეზიდენტის ბაქოსა და ერევანში ვიზიტების მნიშვნელობას. მისი თქმით, თბილისს, როგორც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზებით დაინტერესებულ ქვეყანას, აქვს პოტენციალი, უზრუნველყოს რეგიონში უსაფრთხოება.

საქართველოს პრეზიდენტის სომხეთში ვიზიტზე საუბრისას, ვოლსკიმ ხაზი გაუსვა, რომ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობების განვითარება მთავრობისთვის განსაკუთრებული ინტერესის სფეროა.

ნახეთ მეტი
Back to top button