სომხეთის პარლამენტში მომხდარი იმის ნიშანია, რომ ევროკავშირის მიმზიდველობა მაღალია – ევროკომისარი სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანებაზე საუბრობს

სომხეთის პარლამენტში მომხდარი აშკარა ნიშანია იმისა, რომ ევროკავშირის მიმზიდველობა უფრო მაღალია, ვიდრე ადრე.
ამის შესახებ ევროკავშირის გაფართოების კომისარმა მარტა კოსმა რადიო „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა, სადაც სომხეთთან უფრო მჭიდრო კავშირებისკენ, მათ შორის წევრობისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე საუბრობდა.
„ქვეყნას ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანa ორი პირობით შეუძლია: ის უნდა იყოს სახელმწიფო და ის უნდა იყოს ევროპული სახელმწიფო. განაცხადი ჯერ არ მიგვიღია, მაგრამ მოგვიანებით ვნახავთ. მაგრამ ეს ერთ-ერთი ნიშანია იმისა, რომ ჩვენ ბევრი სხვა ქვეყნისთვისაც საინტერესოები ვართ, მაგალითად, ისლანდიისთვის, რომელსაც წევრობის მოლაპარაკებებში დაბრუნება სურს“, – თქვა კოსმა.
შეგახსენებთ, რომ 26 მარტს, სომხეთის ეროვნულმა ასამბლეამ მეორე მოსმენით და სრულად მიიღო კანონპროექტი „სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ“. კანონს პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა 4 აპრილს მოაწერა ხელი.







