სომხეთის რესპუბლიკაში ორთვიანი ფრანკოფონიის ღონისძიებების ფარგლებში გაიმარტა ღონისძიება თემაზე: „საფრანგეთი-სომხეთი: ისტორიული და კულტურული დიალოგი“

„არმენპრესენის“ კორესპონდენტის ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, სომხეთის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა ანა ჩულიანმა და საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკის პრეზიდენტმა ჟილ პეკუმ ხელი მოაწერეს ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მემორანდუმს. მონაწილეთა წარმომადგენლობითმა შემადგენლობამ არა მხოლოდ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა ამ კონფერენციას, არამედ გამოკვეთა სომხეთსა და საფრანგეთს შორის სექტორული თანამშრომლობის განვითარებისა და გაღრმავების გზები.
კონფერენციის მნიშვნელობაზე მეტყველებს ის, რომ გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ჟან ანდრეასიანმა, მინისტრის მოადგილე ალფრედ ქოჩარიანმა, საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სომხეთის რესპუბლიკაში ოლივიე დეკოტინიმ, საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკის პრეზიდენტმა ჟილ პეკუმ, სომხეთის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა ანა ჩულიანმა, ორი ქვეყნის მეცნიერებმა და კულტურის წარმომადგენლებმა.
„სომხეთსა და საფრანგეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების დღიდან ჩვენი თანამშრომლობა მუდმივად ვითარდებოდა და ღრმავდებოდა, რაც მრავალ სფეროს მოიცავს. ჩვენი ხალხების მეგობრობის ფესვები გაცილებით ღრმაა, ვიდრე ოფიციალური ურთიერთობების ისტორია. საფრანგეთი ყოველთვის იყო სომეხი ხალხის ერთგული მეგობარი, როგორც მშვიდობიან, ასევე განსაცდელების დროს. სომხეთის რესპუბლიკისა და ჩვენი ქვეყნის საზოგადოებისთვის ეს მხარდაჭერა და მეგობრობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ბოლო წლების გამოწვევებთან გამკლავებაში. მადლიერებისა და დაფასების გრძნობა, რომელიც საფრანგეთისა და ამ ქვეყნის საზოგადოების მიმართ გვაქვს, უნივერსალურია“, – აღნიშნა სომხეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ჯან ანდრეასიანმა. მინისტრმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფრანგეთი სომხეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია ევროინტეგრაციის პროცესში. ფრანკოფონიის ორგანიზაციის ფარგლებში თანამშრომლობამ ახალი ჰორიზონტები გამოკვეთა, კულტურული და ენობრივი კავშირების განმტკიცებით.







