არამ I-მა ისაუბრა სომეხთა გენოციდზე, თურქეთის უარყოფის პოლიტიკასა და არცახზე

მისმა უწმინდესობამ კილიკიის კათოლიკოსმა არამპირველმა რომში ხანმოკლე ყოფნის დროს, სადაც ის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვაზე დასასწრებად იმყოფებოდა, ორი მნიშვნელოვანი ინტერვიუ მისცა იტალიურ მედიას.
პირველი ინტერვიუ ყოველდღიურ გაზეთ „ილ ჯორნალესთან“ იყო, რომელიც იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული და პატივსაცემი გაზეთია, ხოლო მეორე ინტერვიუ „მედიასეტ ტელევიზიის“ ცნობილ ჟურნალისტ ნიკოლა პოროსთან, რომელიც ასევე ძალიან პოპულარული ტელეწამყვანი და ჟურნალისტია.
ორი ინტერვიუს დროს კათოლიკოსმა ყურადღბა გაამახვილა შემდეგ საკითხებზე: სომხების გენოციდი და თურქეთის უარყოფის პოლიტიკა, არცახი და აზერბაიჯანი, პაპ ფრანცისკეს მნიშვნელოვანი მიღწევები, ახალი პაპის არჩევა და ეკლესია თანამედროვე სამყაროში.
აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული ინტერვიუების დროს მის უწმინდესობას თან ახლდა კათოლიკოსატის საინფორმაციო განყოფილების დირექტორი, მეუფე იოაკიმე (ბანჭარჭიანი) და ქველმოქმედი ალეკო ბეზიკიანი.
უნდა აღინიშნოს, რომ მისი უწმინდესობა შემდეგ შვეიცარიაში გაემგზავრა, სადაც საკათოლიკოსოში განსახორციელებელი ბეზიკიანის ცენტრის მფარველებთან, ალეკო და ზარეჰ ბეზიკიანებთან, საკონსულტაციო შეხვედრა გამართა.







