ბიურაკანის ობსერვატორიაში გაიმართება უკვე ტრადიციად ქცეული მე-17 სომხურ-ქართული ასტრონომიული კოლოქვიუმი

2025 წელს, 5-9 მაისს, ბიურაკანის ობსერვატორიაში გაიმართება უკვე ტრადიციული XVII სომხურ-ქართული (ბიურაკან-აბასთუმანის) ასტრონომიული კოლოქვიუმი.
კოლოქვიუმი ორგანიზებულია ბიურაკანის ობსერვატორიასა (BA) და აბასთუმანის ობსერვატორიას (AbAO) შორის ხანგრძლივი თანამშრომლობის ფარგლებში.
ის ორ ინსტიტუტს შორის სამეცნიერო კავშირების განმტკიცებას და არაერთი აქტუალური ასტროფიზიკური თემის განხილვას ეძღვნება.
სომეხ და ქართველ ასტრონომებს შორის სამეცნიერო თანამშრომლობა და მეგობრობა ჯერ კიდევ 1930-იან წლებში ჩამოყალიბდა, სომხეთის ასტრონომიული საზოგადოების დამფუძნებლის, ვიქტორ ჰამბარძუმიანის (1908-1996) და აბასთუმნის ობსერვატორიის დამფუძნებლის, ევგენი ხარაძის (1907-2001) ძალისხმევით. ერთობლივი კოლოქვიუმები, ასევე მათი ინიციატივით, 1974 წელს დაიწყო და ბიურაკანსა და აბასთუმანში იმართება.
ეს კოლოქვიუმი კიდევ ერთხელ გახდება პლატფორმა გამოცდილების გაცვლისა და სომეხ და ქართველ ასტრონომებს შორის არსებული კავშირების განმტკიცებისთვის.







