ეკონომიკა

სომხეთის სახელმწიფო ვალი  4.4 პროცენტით გაიზარდა

სომხეთის სახელმწიფო ვალი 31 მარტის მონაცემებით 5 ტრილიონ 318 მილიარდ დრამს (დაახლოებით  13 მილიონი დოლარი)  შეადგენდა.

„არმენპრეს“-ის ცნობით, ამის შესახებ პრესკონფერენციაზე სომხეთის ფინანსთა მინისტრმა ვაჰე ჰოვჰანსიანმა განაცხადა: „სახელმწიფო ვალი 31 მარტის მდგომარეობით 5 ტრილიონ 318 მილიარდ დრამს შეადგენდა, რაც წინა წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 4.4%-ით გაიზარდა. 2024 წლის შედეგებით, სახელმწიფო ვალი-მშპ-ს თანაფარდობა 0.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა“, – განაცხადა მინისტრმა.

მან დაარწმუნა, რომ ვალის მოზიდვა და მოცულობები დაგეგმილია რესპუბლიკის ბიუჯეტით და საშუალოვადიანი ვალის სტრატეგიით. მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ შიდა ვალის წილი მთლიან ვალში გაიზარდა და 50 პროცენტს მიაღწია. ჰოვჰანსიანი ამას საკმაოდ კარგ მაჩვენებლად მიიჩნევს: „ჩვენნაირ ქვეყნებში შიდა ვალი 20-30 პროცენტია. ჩვენთანაც იგივე დონე იყო, ბოლო წლებში შევძელით ამ წილის გაზრდა, რაც გარკვეულწილად ამცირებს  სავალუტო რისკებს“, – თქვა მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button