ეკონომიკა

სომხეთმა რუსეთში ატმის მიწოდება 1.7-ჯერ შეამცირა

გასულ წელს რუსეთში ატმისა და ნექტარინის ყველაზე დიდი რაოდენობა თურქეთიდან შემოვიდა – 161,7 ათასი ტონა, რომლის ღირებულება 160 მილიონი დოლარია, წერს „პრაიმი“. შემდეგ მოდიოდნენ უზბეკეთი, რომელმაც ამ ხილის 86.6 ათასი ტონა 80 მილიონ დოლარად მიაწოდა და აზერბაიჯანი, 54.8 ათასი ტონა 67.1 მილიონ დოლარად.

პირველ ხუთეულში შედიოდა  საქართველო 22.2 ათასი ტონით (26.3 მილიონი აშშ დოლარი) და ჩინეთი 17.9 ათასი ტონით (20 მილიონი აშშ დოლარი).

ათეულში ასევე შედიოდნენ ყაზახეთი (6.4 ათასი ტონა), სერბეთი (3.3 ათასი), სომხეთი (2.8 ათასი), ჩილე (1.8 ათასი) და ნიდერლანდები (1.1 ათასი). 2023 წელთან შედარებით, ყველაზე მეტად, 3.1-ჯერ, ტაჯიკეთმა გაზარდა მიწოდება. სომხეთმა რუსეთში ატმის მიწოდება 1.7-ჯერ შეამცირა.

ნახეთ მეტი
Back to top button