პოლიტიკა

სერგეი ლავროვი მალე სომხეთს ეწვევა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის, სომხეთში ვიზიტი უახლოეს მომავალში იგეგმება.

ამის შესახებ „არმენპრესს“ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ანი ბადალიანმა განუცხადა. „ვიზიტი უახლოეს მომავალშია დაგეგმილი, ამ დროისთვის გამოქვეყნების კონკრეტულ თარიღს არ ვაკონკრეტებთ, ვიზიტის შესახებ მოგვიანებით შეგატყობინებთ“, – განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

ნახეთ მეტი
Back to top button