სომხეთის მაღალტექნოლოგიური მრეწველობის მინისტრმა საქართველოს ელჩი მიიღო

5 მაისს, სომხეთის მაღალტექნოლოგიური მრეწველობის მინისტრმა, მხითარ ჰაირაპეტმა, მიიღო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთში გიორგი შარვაშიძე. როგორც „არმენპრესი“ წერს სომხეთის მაღალტექნოლოგიური მრეწველობის სამინისტროს პრესრელიზზე დაყრდნობით, მხითარ ჰაირაპეტმა, ორი ქვეყნის ხალხებს შორის ისტორიულ კავშირებსა და მეგობრობაზე ხაზგასმით ისაუბრა ორმხრივ ურთიერთობებსა და თანამშრომლობაზე სხვადასხვა სფეროში, კერძოდ, კომუნიკაციებისა და ტელეკომუნიკაციების, ასევე ტექნოლოგიური მიმართულებების საკითხებზე.
გიორგი შარვაშიძემ, თავის მხრივ, მადლობა მოახსენა მიღებისათვის და წარმოადგინა საქართველოს მაღალტექნოლოგიური სექტორის პოლიტიკის მიმართულებები და ხედვა. ამ კონტექსტში განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა სომხეთთან თანამშრომლობის გაფართოებასა და გაღრმავებას.
მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები მაღალტექნოლოგიური სექტორის რეგიონული ტექნოლოგიური ღონისძიებებისა და კონფერენციების ჩატარებაზე, განათლებასა და ტრენინგებზე, ტექნოლოგიური სტარტაპების ეკოსისტემის განვითარებაში ხელშემწყობი ერთობლივი პროგრამებისა და ინიციატივების განხორციელებაზე, ორივე ქვეყანაში სტარტაპებისა და ინოვაციების მხარდამჭერ ტექნოლოგიურ პარკებსა და ინკუბატორებს შორის თანამშრომლობაზე და სხვა ორმხრივი ინტერესის სფეროებზე.







