საზოგადოება
სომხეთი სამხრეთ კავკასიაში მეორე ადგილზეა ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მაჩვენებლით – საერთაშორისო სავალუტო ფონდი

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშის თანახმად, სომხეთი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მაჩვენებლით.
აღსანიშნავია, რომ სომხეთში ერთ სულ მოსახლეზე მშპ წელიწადში 8.86 ათას აშშ დოლარია.
რეგიონში ლიდერ საქართველოში ეს მაჩვენებელი 9,57 ათასი დოლარია, ხოლო აზერბაიჯანში – 7,6 ათასი დოლარი.
რუსეთში ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მაჩვენებელი 14.26 ათასი აშშ დოლარი იყო, თურქეთში – 16.71 ათასი აშშ დოლარი, ხოლო ირანში – 3.9 ათასი აშშ დოლარი.







