საზოგადოება

Wizz Air-ი ერევანში პირველ ბაზას ხსნის 2 თვითმფრინავით და ევროპის მიმართულებით 8 ახალი პირდაპირი რეისით

სომხეთის უმსხვილესი ავიაკომპანია Wizz Air ქვეყანაში პირველ ბაზას 2025 წლის ოქტომბერში, ზვარტნოცის საერთაშორისო აეროპორტში გახსნის.

ბაზის გახსნა ამ ზამთარში მგზავრებს ექვსი ქვეყნის რვა მიმართულებით ახალი პირდაპირი რეისებით უზრუნველყოფს, რაც კიდევ უფრო გაამყარებს ავიაკომპანიის წამყვან პოზიციას სომხეთის ავიაციის ბაზარზე.

მარშრუტების ქსელის გაფართოებით, Wizz Air გააუმჯობესებს სომხეთსა და ევროპას შორის საჰაერო კავშირის ხელმისაწვდომობას და შესთავაზებს მეტ ფრენას მიმზიდველ ფასებში. ბილეთების გაყიდვა უკვე შესაძლებელია ოფიციალურ ვებსაიტზე wizzair.com, ასევე ავიაკომპანიის მობილურ აპლიკაციაში, ფასი კი იწყება მხოლოდ 30  ევროდან.

2025 წლის ოქტომბრიდან მგზავრებს შეუძლიათ ისარგებლონ ერევანსა და ბარის, ბუქარესტის, ჰამბურგის, ნეაპოლის, ნიცას, მემინგენს, პაფოსსა და პრაღას შორის ახალი პირდაპირი რეისებით.

ნახეთ მეტი
Back to top button