პოლიტიკა

თურქეთის 265 მოქალაქემ სომხეთის მოქალაქეობაზე  განაცხადი შეიტანა

2024 წელს სომხეთის მოქალაქეობაზე განაცხადი  თურქეთის 265 მოქალაქემ შეიტანა. მათგან 118-ს სომხეთის მოქალაქეობა მიენიჭა. მათგან 57 მამაკაცია, ხოლო 61 ქალი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ Factor.am-ს განუმარტა, რომ განმცხადებლები, რომლებიც თურქეთის მოქალაქეები არიან, ეთნიკური სომხები არიან. სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციისა და მოქალაქეობის სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს სომხეთის მოქალაქეობის მისაღებად სულ 21 476 განაცხადი შევიდა, ხოლო სომხეთის მოქალაქეობის შეწყვეტის მოთხოვნით 4 202 ადამიანმა მიმართა. მოქალაქეობის მაძიებელთა ყველაზე დიდი რაოდენობა რუსეთის მოქალაქეები არიან – 9,825, შემდეგ მოდიან საქართველოს მოქალაქეები – 1,937, სირიის მოქალაქეები – 884, ლიბანის მოქალაქეები – 539, ირანის მოქალაქეები – 523, უკრაინის მოქალაქეები – 453, აშშ-ის მოქალაქეები – 144, თურქმენეთის მოქალაქეები – 132, ბელარუსის მოქალაქეები – 96 და სხვა ქვეყნების მოქალაქეები – 6,678.

ნახეთ მეტი
Back to top button