
სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანი არმენ გრიგორიანი 12 მაისს სამუშაო ვიზიტით ინდოეთის დედაქალაქ ნიუ დელიში გაემგზავრება.
Armenpress-ის ინფორმაციით, ამის შესახებ იუწყება სომხეთის უშიშროების საბჭოს ოფისი, სადაც აღნიშნულია, რომ არმენ გრიგორიანი შეხვდება ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს აჯიტ დოვალს.







