კულტურა
პარგის მეორე რეპეტიცია ევროვიზიის სცენაზე

სომხეთის წარმომადგენლის, პარგის მეორე რეპეტიცია ევროვიზია 2025-ის სცენაზე შვეიცარიის ქალაქ ბაზელში გაიმართა.
პარგი ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მეორე ნახევარფინალში 15 მაისს გამოვა. კონკურსის ფინალი 17 მაისსაა.
პარგი (პარგევ ვარდანიანი) შეასრულებს თავის სიმღერას „Survivor“.
შვეიცარიამ ევროვიზიის 2024 წელს მასპინძლობის უფლება შვეიცარიელი მომღერლის, ნემოს გამარჯვების შემდეგ მიიღო.







