მთავარიპოლიტიკა

არმენ გრიგორიანმა და აჯიტ დოვალმა სომხეთ-ინდოეთის დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

13 მაისს, ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში, სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი არმენ გრიგორიანი ინდოეთის პრემიერ-მინისტრის, ნარენდრა მოდის, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს, აჯიტ დოვალს შეხვდა.

„არმენპრეს“-ის ცნობით, სომხეთის უშიშროების საბჭოს ოფისი იუწყება, რომ თანამოსაუბრეებმა განიხილეს სომხეთ-ინდოეთის ორმხრივი დღის წესრიგის არაერთი საკითხი, კერძოდ, ხაზი გაესვა ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პროცესს და უსაფრთხოების სექტორში მიმდინარე თანამშრომლობას.

შეხვედრის დროს მხარეებმა ასევე განიხილეს საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების მდგომარეობა, რომლის ფარგლებშიც, სომხეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თხოვნით, აჯიტ დოვალმა წარმოადგინა ინფორმაცია ბოლო დღეებში ინდოეთ-პაკისტანის საზღვარზე მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებული შესაძლო განვითარების შესახებ, ხოლო ინდური მხარის თხოვნით, სომხეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა წარმოადგინა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი.

ნახეთ მეტი
Back to top button