საერთაშორისო
იუნისეფი აზერბაიჯანში საქმიანობას აჩერებს

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) აზერბაიჯანის ოფისი მომდევნო თვეებში საქმიანობას შეწყვეტს. ამის შესახებ აზერბაიჯანული სააგენტო „რეპორტი“ იტყობინება UNICEF-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული პრესსამსახურის ხელმძღვანელ ირინა მაზურზე დაყრდნობით.
მისი თქმით, ოფისის საქმიანობის შეწყვეტის პროცესი ეტაპობრივად, რამდენიმე თვის განმავლობაში განხორციელდება. „იუნისეფი გააგრძელებს თანამშრომლობას აზერბაიჯანში პარტნიორებთან თავისი რეგიონული ოფისისა და შტაბ-ბინის მეშვეობით“, – განაცხადა მაზურმა.
იუნისეფი აზერბაიჯანის მთავრობასთან 1993 წლიდან თანამშრომლობს.







