პოლიტიკა

საბოლოო შეთანხმებასთან ძალიან ახლოს ვართ. ტრამპის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი შესაძლოა შეუერთდნენ „აბრაამის შეთანხმებას“

აშშ-ის პრეზიდენტის ახლო აღმოსავლეთის საკითხებში სპეციალურმა წარმომადგენელმა, უფროსმა მრჩეველმა და თანაშემწემ, სტივ უიტკოფმა Breitbart News-ს განუცხადა, რომ აბრაამის შეთანხმებების გაფართოება, სავარაუდოდ, თვეების და არა წლების განმავლობაში მოხდება.

„დიდი ენერგიაა“. „ყველა ამ „დიდი ბიჭების გარიგებებზეა“ კონცენტრირებული: ირანი, რუსეთი-უკრაინა და ღაზა, მაგრამ ამასობაში ჩვენ პროგრესს მივაღწიეთ ქვეყნების აბრაამის შეთანხმებებში ჩართვის კუთხით“, – თქვა მან.

ვიტკოფმა იწინასწარმეტყველა, რომ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ლიბანი და სირია, მალე შეუერთდებოდნენ აბრაამის შეთანხმებებს. შესაძლო პარტნიორთა  სიაში მოიხსენია ლიბია, ასევე სომხეთი და აზერბაიჯანი.

„ეს შეიძლება მოხდეს, მე ვსაუბრობ აბრაამის სამშვიდობო შეთანხმებაში ჩართულ ქვეყნებზე, ეს ასევე შეიძლება მოხდეს აზერბაიჯანთან და სომხეთთანაც. ჩვენ გვჯერა, რომ ძალიან, ძალიან ახლოს ვართ ამ ქვეყნებში არსებული კონფლიქტების მოგვარებასთან, საბოლოო შეთანხმებასთან. ვფიქრობ, ორივე მხარე შესაძლოა მზად იყოს შეუერთდეს აბრაამის შეთანხმებებს“.

ასე რომ, ეს პრეზიდენტის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა. „ეს ხელს უწყობს რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას“, – განაცხადა ტრამპის წარმომადგენელმა. მან გამოთქვა რწმენა, რომ ოთხი ან ხუთი, შესაძლოა ექვსი ქვეყანა შეუერთდება ამ შეთანხმებებს მომდევნო რამდენიმე თვეში და ეს იქნება „დიდი სიგნალი პრეზიდენტ ტრამპის საგარეო პოლიტიკური ინიციატივების შესახებ, რომლებიც მიზნად ისახავს მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობას“.

უნდა დავამატოთ, რომ აბრაამის შეთანხმებები არაბეთ-ისრაელის ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ ორმხრივი შეთანხმებებია, რომლებსაც ხელი მოეწერა  ისრაელსა და  არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შორის, ისრაელსა  და ბაჰრეინს შორის  2020 წლის 15 სექტემბერს, დონალდ ტრამპის პირველი ვადის დროს.

დოკუმენტის თანახმად, ქვეყნები ამყარებენ დიპლომატიურ ურთიერთობებს და აღიარებენ ერთმანეთის სუვერენიტეტს. მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელი შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა აზერბაიჯანთან სამმხრივი თანამშრომლობის დამყარებისა და ბაქოს აბრაამის შეთანხმებებში ჩართვის შესახებ.

თარგმანი: ემა ჩობანიანის

ნახეთ მეტი
Back to top button