საერთაშორისო
საქართველოს პარლამენტმა უსაფრთხოების „ყვითელი დონე“ შემოიღო

საქართველოს პარლამენტი „ყვითელ დონეზე“ გადავიდა – ვიზიტორებისთვის შესვლა შეზღუდულია და დამატებითი უსაფრთხოების ზომებია მიღებული. ცნობას ქართული მედია საშუალებები აქვეყნებენ.
მედიიდან მხოლოდ ტელევიზიის გადამღებ ჯგუფებს შეუძლიათ შესვლა, თითოეულიდან მაქსიმუმ ორი.
დღეს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ყოველწლიური ანგარიში მოისმინეს.
დღეს საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების და დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციების 168-ე დღეა.







