
14 მაისს, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი.
მინისტრი მირზოიანი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასს შეხვდა.
თანამოსაუბრეებმა განიხილეს სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობის გაღრმავების ხედვა და პერსპექტივები, ასევე კონკრეტულ სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებისკენ მიმართული ერთობლივი მუშაობა.
მინისტრმა მირზოიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დემოკრატიისა და მშვიდობის ფუნდამენტური პრინციპები სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობის ცენტრშია და ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, ხელშესახები შედეგები იქნა მიღწეული. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში განიხილეს მომავალი მაღალი დონის კონტაქტები და დღის წესრიგის საკითხები.
არარატ მირზოიანმა და კაია კალასმა გაცვალეს მოსაზრებები საერთაშორისო და რეგიონულ მოვლენებზე და ხაზი გაუსვეს ძლიერი და თანამოაზრე პარტნიორობის განვითარების მნიშვნელობას ამჟამინდელ გაურკვევლობის პერიოდში. სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარების მცდელობების კონტექსტში, ხაზგასმით აღინიშნა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის უმთავრესი მნიშვნელობა.







