საზოგადოება

მეწამორის ატომური ელექტროსადგური 15 მაისს, შუაღამისას, დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების გამო გაითიშება

15 მარტს, შუაღამის შემდეგ, სომხეთის ატომური ელექტროსადგური დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების გამო გაითიშება, განაცხადა ატომური ელექტროსადგურის დირექტორის პირველმა მოადგილემ მოვსეს ვარდანიანმა.

მან აღნიშნა, რომ ამჯერად დაგეგმილი ტექნიკური მომსახურება დაგეგმილ დროზე მეტხანს გაგრძელდება.

„სამუშაოები 60 დღე გაგრძელდება, რადგან მიმდინარე პროცესებს სადგურის ავტომატიზაციისა და უსაფრთხოების სისტემების ნაწილის ჩანაცვლება დაემატება“, – განაცხადა მოვსეს ვარდანიანმა.

ამის შესახებ დირექტორის მოადგილემ ჟურნალისტებს რუსეთის ელჩის, სერგეი კოპირკინის, ატომურ ელექტროსადგურში ვიზიტის დროს განუცხადა.

ნახეთ მეტი
Back to top button