
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თავის Facebook გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც აღნიშნა, რომ მან უპასუხა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის კითხვებს.
„ტირანაში ვუპასუხე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის კითხვებს, რომელმაც თავი აზერბაიჯანის საზოგადოებრივი ტელევიზიის კორესპონდენტად წარადგინა“.
მან აზერბაიჯანიდან უმაღლეს დონეზე გამოთქმულ შეშფოთებაზე გაამახვილა ყურადღება, რომ სომხეთის რესპუბლიკის კონსტიტუცია შეიცავს ტერიტორიულ პრეტენზიებს აზერბაიჯანის მიმართ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ შეშფოთების გაქარწყლების უმოკლესი გზა სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერაა, რადგან მისი რატიფიცირების შემთხვევაში, მაღალ საკანონმდებლო დონეზე დაფიქსირდება, რომ სომხეთს არ აქვს ტერიტორიული პრეტენზიები აზერბაიჯანის ან ზოგადად მისი მეზობლების მიმართ.
„ჩვენც შეშფოთებულები ვართ, აზერბაიჯანის კონსტიტუციაში ვხედავთ ტერიტორიულ პრეტენზიებს სომხეთის რესპუბლიკის მიმართ, მაგრამ ამ საკითხს არ ვაყენებთ, როგორც აზერბაიჯანში, რადგან ვხედავთ, რომ სამშვიდობო შეთანხმების პროექტში ეს საკითხი გადაჭრილია“, – თქვა მან.







