სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი არმენ გრიგორიანი ირანელი კოლეგის მოწვევით თეირანში მიემგზავრება

სომხეთის უშიშროების საბჭოს ოფისმა უშიშროების საბჭოს მდივნის, არმენ გრიგორიანის, ირანში ვიზიტის დეტალები გაავრცელა.
„Armenpress“-ის კითხვაზე პასუხის გაცემისას, ოფისმა განაცხადა, რომ უშიშროების საბჭოს მდივანი ვიზიტის ფარგლებში კითხვა-პასუხის ფორმატში მონაწილეობას მიიღებს „თეირანის დიალოგის ფორუმ 2025“-ში.
– ბოლო ერთი თვის განმავლობაში პრესა აქტიურად ადევნებდა თვალყურს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, არმენ გრიგორიანის სამუშაო ვიზიტებს. დღეს, დილით ადრე, სომხეთის უშიშროების საბჭოს ოფისმა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც ხვალ უშიშროების საბჭოს მდივანი თეირანში გაემგზავრება. გვსურს მეტი გავიგოთ დაგეგმილი ვიზიტის შესახებ.
– დიახ, მართალი ხართ, სომხეთის უშიშროების საბჭოს ოფისმა ასეთი განცხადება დილით ადრე გაავრცელა. სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი არმენ გრიგორიანი თეირანში ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლესი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ალი აკბარ აჰმადიანის მოწვევით მიემგზავრება. ვიზიტის დროს, უშიშროების საბჭოს მდივანი სამუშაო შეხვედრებს გამართავს ირანის სხვა მაღალი რანგის ოფიციალურ პირებთან. ასევე აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში, უშიშროების საბჭოს მდივანი კითხვა-პასუხის ფორმატში ასევე მიიღებს მონაწილეობას „თეირანის დიალოგის ფორუმ 2025“-ში.







