მთავარიპოლიტიკა

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ერევანსა და ბაქოსთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს გამართავს

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსე, სომხეთთან და აზერბაიჯანთან ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო შეთანხმების საკითხზე მოლაპარაკებებს გამართავს.

„არმენპრეს“-ის ცნობით, ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის მე-6 სამიტის ფარგლებში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის შესახებ დისკუსიები ძალიან მნიშვნელოვანია. მომავალ თვეში მექნება დისკუსიები როგორც სომხეთთან, ასევე აზერბაიჯანთან.

„ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა მივიღოთ საუკეთესო შესაძლო გადაწყვეტილებები რეგიონის სტაბილურობისთვის“, – თქვა ბერსენმა.

ნახეთ მეტი
Back to top button