პოლიტიკა

ფაშინიანი სომხეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების თბილისურ შეხვედრას საინტერესო ფორმატად მიიჩნევს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 17 აპრილს თბილისში დაგეგმილ სომხეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების შეხვედრას საინტერესო ფორმატად მიიჩნევს და ვარაუდობს, რომ ის უფრო ფართო ფორმატში გადაიზრდება.

„არმენპრეს“-ის ცნობით, ამის შესახებ სააგენტო „ჯორჯიან ნიუს დეი“ იტყობინება და აღნიშნავს, რომ ფაშინიანმა ეს ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მე-6 კონფერენციის დაწყებამდე განაცხადა.

„საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების შეხვედრა, რომელიც თბილისში გაიმართა, ძალიან საინტერესო ფორმატით გაიმართა. იმედი მაქვს, რომ ეს ფორმატი განვითარდება და უფრო ფართო ფორმატად იქცევა. მე ვაფასებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ძალისხმევას ამ ფორმატის წარმატების უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

17 აპრილს, საქართველოს დედაქალაქში, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების შეხვედრა გაიმართა. სომხური მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვაჰან კოსტანიანმა, ქართული მხრიდან – საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ, ხოლო აზერბაიჯანული მხრიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ელნურ მამადოვმა.

ნახეთ მეტი
Back to top button