პოლიტიკა

თეირანი სომხეთთან საზღვარზე რაიმე ხელყოფას არ დაუშვებს  – ირანის თავდაცვის მინისტრი

ირანის თავდაცვის მინისტრმა, ბრიგადის გენერალმა აზიზ ნასირზადემ განაცხადა, რომ ტერიტორიული მთლიანობისა და რეგიონული საზღვრების სტაბილურობის შენარჩუნება ირანის პოლიტიკის ერთ-ერთი უცვლელი პრინციპია.

როგორც იტყობინება IRNA, ირანის თავდაცვის მინისტრმა ეს ერევანში სომხეთის თავდაცვის მინისტრ სურენ პაპიკიანთან შეხვედრის დროს განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ირანსა და სომხეთს შორის საერთო საზღვარი ორ ხალხს შორის ისტორიული კომუნიკაციის გზაა და თეირანი ამ საზღვარზე რაიმე ხელყოფას არ დაუშვებს.

ბრიგადის გენერალმა ნასირზადემ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების სტრატეგიულ მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ სომხეთს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ირანის სამეზობლო პოლიტიკაში.

მისი შეფასებით, თეირანსა და ერევანს შორის ურთიერთობები მყარ ისტორიულ და კულტურულ საფუძვლებზეა აგებული და კავკასიაში მდგრადი მშვიდობა რეგიონული განვითარების ფართო შესაძლებლობებს შექმნის.

ნახეთ მეტი
Back to top button