კორუფციის ბრალდებით დაკავებულ სასამართლო პროცესზე გერმანიის ყოფილმა პარლამენტის წევრმა ბაქოდან ფულის მიღება აღიარა

გერმანიაში „აზერბაიჯანის საქმესთან“ დაკავშირებული კორუფციის სასამართლო პროცესის დროს, ბუნდესტაგის ქრისტიან-სოციალური კავშირის ყოფილმა წევრმა ედუარდ ლინტნერმა აღიარა, რომ მან აზერბაიჯანული ნაღდი ფული გადაურიცხა აწ გარდაცვლილ ქრისტიან-სოციალურ კავშირის წევრს, წერს გერმანული Zeit.
„მეგონა, რომ ეს იყო ლობირების ერთგვარი სახეობა, რომელიც პრაქტიკულად ყველგანაა დღემდე“, – განაცხადა მან მიუნხენის უმაღლეს რეგიონულ სასამართლოში.
ლინტნერმა დაადასტურა, რომ აზერბაიჯანმა ფული გადაუხადა ბუნდესტაგის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ამჟამად გარდაცვლილ წევრს და ასევე აღიარა, რომ გადახდა მისი კომპანიის მეშვეობით განხორციელდა.
„უდავოდ, ამ საკითხზე შეთანხმება იყო“, – თქვა მან DPA-ს საინფორმაციო სააგენტოს კითხვის საპასუხოდ. თუმცა, მას არ შეუძლია რაიმე დეტალის მოწოდება და აღნიშნავს, რომ ეს ისე გაკეთდა, როგორც აზერბაიჯანულ მხარეს სურდა. ბრალდების თანახმად, წლების განმავლობაში აზერბაიჯანი წარმატებით ცდილობდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) გადაწყვეტილებებზე ფინანსური გადახდების გზით გავლენის მოხდენას თავის სასარგებლოდ, რასაც ლინტნერი გარკვეულწილად ეხმარებოდა. ეს უკანასკნელი ბუნდესტაგში 33 წლის განმავლობაში იყო, ხოლო 2010 წლამდე – ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი.
მიუნხენის პროკურატურის ცნობით, 80 წლის მამაკაცმა, სავარაუდოდ, 2016 წლამდე უცხოური ფიქტიური კომპანიების მეშვეობით „რამდენიმე მილიონი“ თანხა მიიღო. ეს კეთდებოდა აზერბაიჯანის სასარგებლოდ გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენის მიზნით, მას შემდეგ, რაც ლინტნერმა ევროპის საბჭოს წევრობა შეწყვიტა.
ამგვარად, მის წინააღმდეგ ბრალდებები ძირითადად არჩეული თანამდებობის პირების მოსყიდვას ეხება. სასამართლო დასკვნითი სიტყვების მოსმენას და გადაწყვეტილების გამოტანას ივლისის ბოლოს გეგმავს.
ლინტნერი ამტკიცებდა, რომ ის არასდროს მალავდა გადახდებს, მაგრამ ყოველთვის სწორად ახდენდა მათ დეკლარაციას საგადასახადო მიზნებისთვის.
გასულ კვირას ლინტნერმა უკვე აღიარა საბრალდებულო დასკვნაში ჩამოთვლილი ბრალეულობები და თქვა რომ ისინი სიმართლეს შეეფერება. მოგვიანებით, dpa-ს საინფორმაციო სააგენტოს კითხვის საპასუხოდ, მან განაცხადა, რომ მისი აზრით, ფაქტები სწორი იყო, თუმცა ამავდროულად აღნიშნა, რომ ეს აღიარება არ იყო. „იმიტომ, რომ, ჩემი აზრით, ეს ქრთამი არ არის“.
სასამართლო პროცესზე ლინტნერის გარდა, თავდაპირველად ბრალი წაუყენეს ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ყოფილ პარლამენტის წევრს, აქსელ ფიშერს და კიდევ ორ ბრალდებულს. ფიშერს ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ, ის ბრალდებებს უარყოფს. მისი საქმე ცალკე წარმოებად გამოეყო.
სასამართლოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სასამართლო პროცესი შეჩერებულია და მოგვიანებით განახლდება. ამასთან დაკავშირებით, დანარჩენი ორი ბრალდებულის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დროებით შეჩერდა ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ.
შეგახსენებთ, რომ ბუნდესტაგის ორი ყოფილი დეპუტატის, ლინტნერისა და ფიშერის სასამართლო პროცესი, რომლებიც ე.წ. აზერბაიჯანის საქმეში კორუფციას ეხება, მიუნხენის უმაღლეს რეგიონულ სასამართლოში მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო.
წყარო: FACTOR.AM
თარგმანი: ემა ჩობანიანის







