
20 მაისს, სომხეთის თავდაცვის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა მიიღო ირანის თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების მხარდაჭერის მინისტრი, ბრიგადის გენერალი აზიზ ნასირზადე, რომელიც ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა, იტყობინება სომხეთის თავდაცვის სამინისტრო.
თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ კომპლექსში, საპატიო ყარაულისა და სამხედრო ორკესტრის მონაწილეობით, ბრიგადის გენერალ აზიზ ნასირზადეს დახვედრის საზეიმო ცერემონია გაიმართა.
შესრულდა სომხეთისა და ირანის რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნები.








