ბოდვა: ალიევის ზღაპრები „დასავლეთ აზერბაიჯანზე“

ამ მიზნით „ყველაზე შესაფერის“ ადგილას, ანკარაში, მიმდინარეობს საერთაშორისო კონფერენცია „დასავლეთ აზერბაიჯანში დაბრუნება, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვანი პირობა“. კონფერენცია საერთაშორისოდ ითვლება მხოლოდ იმიტომ, რომ მას თურქები და აზერბაიჯანელები ესწრებიან.
როგორც იტყობინება ,,აზერთაჯი“, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მიმართა მის მონაწილეებს. ვრცელ მიმართვაში ნათქვამია, რომ „დასავლეთ აზერბაიჯანში, სომხეთის ტერიტორიაზე, 1918-1921, 1948-1953 და 1987-1991 წლებში სისტემატური და სრული ეთნიკური წმენდა განხორციელდა. ამრიგად, სომხეთში არც ერთი აზერბაიჯანელი არ დარჩენილა. ეს ეთნიკური წმენდა დიდ ჰუმანიტარულ ტრაგედიად იქცა. ამავდროულად, ის ისეთ მზაკვრულ გეოპოლიტიკურ მიზანს ემსახურებოდა, როგორიცაა აზერბაიჯანის ძირითად ნაწილსა და მის განუყოფელ ნაწილს, ნახიჩევანს შორის სახმელეთო კავშირის გაწყვეტა 1920 წელს დასავლეთ ზანგეზურის აზერბაიჯანისთვის ჩამორთმევით და მისი სომხეთისთვის გადაცემით“. „დასავლეთ აზერბაიჯანის საკითხი უკვე საერთაშორისო დღის წესრიგშია“, – მიიჩნევს ალიევი, და „საზოგადოების“ მშვიდობიანი ინიციატივები, სავარაუდოდ, „მსოფლიო საზოგადოების მოწონებასა და მხარდაჭერას იმსახურებს“.
შემდეგ ალიევი ჩამოთვლის, თუ რა „უნდა“ გააკეთოს, მისი აზრით, სომხეთმა.
„სომხეთმა უნდა დაასრულოს მეზობელი სახელმწიფოების მიმართ ტერიტორიული პრეტენზიები, გადადგას ნაბიჯები აზერბაიჯანელების კულტურული მემკვიდრეობის აღსადგენად და დასაცავად და ამ მიზნით, ნებართვა მისცეს იუნესკოს მონიტორინგის მისიას და დაიწყოს დიალოგი სათვისტომოსთან დაბრუნების საკითხზე. სომხეთმა უნდა გამოხატოს მკაფიო პოზიცია იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ როდის და რა პირობებში შეძლებენ დასავლეთ აზერბაიჯანელები თავიანთ წინაპრების მიწებზე დაბრუნებას. ჩვენ ველით, რომ სომხეთის ხელმძღვანელობა მიიღებს სათვისტომოს წარმომადგენლებს ამ საკითხთან დაკავშირებით“. ამავდროულად, ალიევი ხაზს უსვამს, რომ „დასავლეთ აზერბაიჯანელების დაბრუნების სურვილი არ ნიშნავს სომხეთის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიების წარდგენას“. თუმცა, „ეს საკითხი აზერბაიჯანის დღის წესრიგიდან არ მოიხსნება მანამ, სანამ დაბრუნება არ მოხდება. ბუნებრივია, სამშობლოში დაბრუნებულ დასავლეთ აზერბაიჯანელებსაც უნდა მიეცეთ უსაფრთხოების გარანტიები“.







