
სრ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი ანი ბადალიანი შეეხო აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მიერ კიდევ ერთხელ გაკეთებულ ე.წ. „დასავლეთ აზერბაიჯანის“ შესახებ ცრუ განცხადებას.
სრ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი ამ თემას „არმენპრეს“-ის კითხვაზე პასუხის გაცემისას შეეხო.
კითხვა: გუშინ გამართული ერთ-ერთი ღონისძიების დროს გაკეთდა აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიმართვა, რომელშიც კიდევ ერთხელ არის ხაზგასმული ტერმინი „დასავლეთ აზერბაიჯანი“. როგორ რეაგირებთ?
პასუხი: „სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე „დასავლეთ აზერბაიჯანი“ არ არსებობს. დასავლეთ აზერბაიჯანი აზერბაიჯანის რესპუბლიკის დასავლეთი რეგიონებია“.
შეგახსენებთ, რომ სომხურმა მხარემ წარსულში არაერთხელ უპასუხა აზერბაიჯანის ამ განცხადებას და ხაზი გაუსვა, რომ აზერბაიჯანის მხრიდან ასეთი განცხადებები სომხეთის რესპუბლიკის მიმართ ტერიტორიულ პრეტენზიებად განიხილება.







