მთავარიპოლიტიკა

ფაშინიანმა და ლავროვმა რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხები განიხილეს

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ხელმძღვანელობით დელეგაცია.

მიესალმა რა სტუმრებს, პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა სომხეთ-რუსეთის ურთიერთობების მიმდინარე კურსზე ისაუბრა.

სერგეი ლავროვმა მადლიერება გამოხატა მიღებისთვის და ხაზი გაუსვა რუსეთის მზადყოფნას, განავითაროს ურთიერთობები სომხეთთან.

შეხვედრის დროს თანამოსაუბრეებმა განიხილეს სომხეთ-რუსეთის ორმხრივი დღის წესრიგი, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფარგლებში თანამშრომლობა, ასევე რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხები.

ნახეთ მეტი
Back to top button