პოლიტიკა

საქართველო დაინტერესებულია სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის მოგვარებით – ყაველაშვილი

საქართველო დაინტერესებულია სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის დასრულებით. 

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ტელეარხ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 „ცოტა ხნის წინ, ჩვენს რეგიონში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი მოხდა და ჩვენ ვართ ერთ-ერთი დაინტერესებული მხარე კონფლიქტის დასრულებით. მინდა მადლობა გადავუხადო ორივე ქვეყნის მთავრობას კონფლიქტის დასრულების სურვილისთვის. მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონისთვის გადამწყვეტია და სამივე ქვეყნისთვის შესაძლებლობებს ქმნის“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ნახეთ მეტი
Back to top button