პოლიტიკა

სომხეთ-ირანის ურთიერთობებმა სტრატეგიული ხასიათი შეიძინა

ირანის ისლამური რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის, ბრიგადის გენერალ აზიზ ნასირზადეს სომხეთში ვიზიტი აჩვენებს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებმა სტრატეგიული ხასიათი შეიძინა.

„არმენპრეს“-ის ცნობით, ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას სომხეთში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა მეჰდი სობჰანიმ განაცხადა.

ელჩმა ირანის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი სომხეთში ძალიან პოზიტიურად და პროდუქტიულად შეაფასა.

„მას ძალიან პროდუქტიული დისკუსიები ჰქონდა თავის კოლეგასთან, პრემიერ-მინისტრთან, უშიშროების საბჭოს მდივანთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. ეს ვიზიტი აჩვენებს, რომ ჩვენმა ურთიერთობებმა სტრატეგიული ხასიათი შეიძინა და ყველა სფეროში ვითარდება“, – განაცხადა ელჩმა.

სობჰანიმ იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მომავალშიც განვითარდება. ირანის ისლამური რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის, ბრიგადის გენერალ აზიზ ნასირზადეს ხელმძღვანელობით დელეგაცია, სომხეთის თავდაცვის მინისტრის, სურენ პაპიკიანის მოწვევით, 20 მაისს ორდღიანი ვიზიტით სომხეთს ეწვია.

ნასირზადემ, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, თავდაცვის მინისტრთან და უშიშროების საბჭოს მდივანთან შეხვედრებზე საუბრისას, აღნიშნა, რომ მათ დროს განიხილეს თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტი, მათ შორის თავდაცვისა და ეკონომიკური სფეროები, და ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრთან.

ნახეთ მეტი
Back to top button