მთავარიპოლიტიკა

ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის მერვე სამიტი სომხეთში გაიმართება

ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის მერვე სამიტი 2026 წლის გაზაფხულზე სომხეთში გაიმართება.

„არმენპრეს“-ის ცნობით, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა.

„ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის მერვე სამიტი 2026 წლის გაზაფხულზე სომხეთში გაიმართება. ჩვენთვის პატივია ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის ლიდერების ჩვენს ქვეყანაში მასპინძლობა და მადლობას ვუხდი ყველა ლიდერს ამ გადაწყვეტილების მხარდაჭერისთვის“, – წერს ფაშინიანი.

აღსანიშნავია, რომ ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის მე-6 სამიტი ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში გაიმართა და მას ასევე ესწრებოდა სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, ხოლო მე-7 სამიტი დანიაში გაიმართება.

ნახეთ მეტი
Back to top button