
სომხეთში ოფიციალური ვიზით მყოფი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო შეხვდა სომხეთის პრემიერ – მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს. პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თავის კოლეგა რობერტ ფიცოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სომხეთსა და სლოვაკეთს სამხედრო მრეწველობისა და ბირთვული ენერგიის სფეროებში თანამშრომლობის შესაძლებლობა აქვთ.
მედიასთან გაკეთებულ განცხადებაში სომხეთის მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხურ-სლოვაკური თანამშრომლობის დღის წესრიგი ძალიან ყოვლისმომცველია.
„ჩვენ შევთანხმდით, რომ ჩვენი მომავალი თანამშრომლობისას ყურადღება რამდენიმე სფეროზე გავამახვილოთ: კერძოდ, პოლიტიკურ დიალოგზე, მათ შორის სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობების კონტექსტში. ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობისთვის ძალიან დიდი დღის წესრიგია, კერძოდ, ბირთვული ენერგიის სექტორში თანამშრომლობის კუთხით“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
„ჩვენ, სომხეთსა და სლოვაკეთს, ერთნაირი რეაქტორები გვაქვს. მე წარმოგიდგინეთ ჩვენი ხედვა, რა გვინდა გავაკეთოთ სლოვაკეთში ჩვენს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით“, – თქვა მან.
სლოვაკეთი ასევე ხედავს თანამშრომლობის პერსპექტივებს თავდაცვის ინდუსტრიაში.
„მე ვთქვი, და თუ ნებას მომცემთ კიდევ გავიმეორებ, თუ ჩვენ იარაღს არ ვაწარმოებთ, მაშინ ამას სხვა გააკეთებს და ჩვენ მოგვიწევს მისი ყიდვა.“ „თუ ჩვენს თავდაცვაზე დიდი თანხის დახარჯვა მოგვიწევს, მაშინ პატარა ქვეყნებმა გავაკეთოთ ის, რაც შეგვიძლია, ვიპოვოთ ის საქონელი, რომლებიც დააკმაყოფილებს ჩვენს საჭიროებებს და ამავდროულად, ეს თანამშრომლობა არ გვაიძულებს ვიყიდოთ სხვა მსხვილი პარტნიორებისგან, ჩრდილოატლანტიკური ალიანსისგან“, – განაცხადა რობერტ ფიცომ.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სამხედრო ბიუჯეტის ანგარიშზე დააფინანსებენ საავადმყოფოებს, გზებისა და ხიდების რეკონსტრუქციას.
„მე მჯერა, რომ არმიას ინფრასტრუქტურა სჭირდება და არა მხოლოდ იარაღი, როგორც ეს წარსულში ვნახეთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ფიცომ.







