პოლიტიკა

სომხეთმა და სლოვაკეთმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს

სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს ხელმძღვანელობით დელეგაციის სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, 26 მაისს, სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ შიმონიაკის ხელმძღვანელობით დელეგაცია სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ეწვია.

„არმენპრეს“-ის ცნობით, ამის შესახებ განცხადება გაავრცელა სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრომ.

ვლადიმერ შიმონიაკი თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ კომპლექსში სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, კარენ ბრუტიანმა მიიღო.

ვლადიმერ შიმონიაკისა და კარენ ბრუტიანის კერძო შეხვედრის შემდეგ, დისკუსია გაფართოებული ფორმატით გაგრძელდა.

შეხვედრის დროს განიხილეს სომხეთ-სლოვაკეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები და მიღწეულ იქნა შეთანხმებები.

ნახეთ მეტი
Back to top button