ეკონომიკა

სომხეთს რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი აქვს

Trading Economics-ის ვებსაიტის მონაცემების თანახმად, სომხეთს რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი აქვს, 6.75%.

აზერბაიჯანში საპროცენტო განაკვეთი დადგენილია 7.25%-, საქართველოში – 8%, რუსეთში – 21%,  ირანში – 23%, ხოლო თურქეთში – 46%.

მსოფლიოში ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთები ფიჯისა და შვეიცარიაში 0.25%-ია, ხოლო ყველაზე მაღალი ვენესუელაში 59.29%.

შეგახსენებთ, რომ 5 მაისს სომხეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად,  6.75%-ზე დატოვა.

ნახეთ მეტი
Back to top button