
27 მაისს, მეორე საერთაშორისო კონფერენციის „ერევნის დიალოგის“ ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვაჰან კოსტანიანსა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიას შორის. ამის შესახებ იტყობინება სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა თავის ქართველ კოლეგას კონფერენციაში ზედიზედ მეორე წელს მონაწილეობისა და მის წარმატებაში შეტანილი წვლილისთვის.
შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს სომხეთ-საქართველოს ურთიერთობებთან დაკავშირებული რიგი საკითხები, ასევე რეგიონული დღის წესრიგი.







